“თავისი თავი არ მოსწონდა და ამ ფოტოების დადებასაც გვიკრძალავდა”

401

სოფელ საზანოში გადარჩენილი გოგონა ანა რობაქიძე, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ, სოციალურ ქსელში გარდაცვლილი დის შესახებ წერს და მის ფოტოებს ავრცელებს.

“პატარა ხალი ჰქონდა ტუჩზე  თავისი თავი არ მოსწონდა და ამ ფოტოების დადებასაც გვიკრძალავდა  ვუყურებ და ვტკბები!“, – წერს ანა რობაქიძე.

ცნობისათვის, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში ტრაგედია 3 მარტს მოხდა. მდინარეზე ფოტოს გადასაღებად ჩასულ ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა.