“მივსეირნობ ფეხით ამ ჭავჭავაძეზე და არის ამაში რაღაც არა”ანტიკური”, მზიან, თბილ ქარსაც სიმწვანის სუნი მოაქვს და ეს წინდაუკუღმა მოძრაობაც ძალიან მდინარებითობის, დინამიკურობის აღქმას მიჩენს”, – ამის შესახებ ,,ფეისბუქმომხმარებელი”, ნატა შარაშენიძე განახლებულ ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით წერს.
მისი თქმით, ჭავაჭავაძის გამზირზე ფეხით სეირნობა ნამდვილად ღირს.
,,მინდა, გაგიზიაროთ – მივსეირნობ ფეხით ამ ჭავჭავაძეზე და არის ამაში რაღაც არა”ანტიკური”. მზიან, თბილ ქარსაც სიმწვანის სუნი მოაქვს და ეს წინდაუკუღმა მოძრაობაც ძალიან მდინარებითობის, დინამიკურობის აღქმას მიჩენს. ზუსტად ვიცი, რას იფიქრებთ წამკითხავნი, რასაც მე გუშინ, ერთ მსგავსს რომ გადავაწყდი. ამ წამის ფეხით მოსიარულის შეგრძნებებია მხოლოდ. ნამდვილად ღირს, სცადეთ. სრული სერიოზულობით, აგვისტოს დილის 9 საათიდან ,,კეტებით” ჭავჭავაძეზე ნამდვილად კარგია. ჰო, ამასობაში მგონი ,,ტრეფიკი” იმატებს და წავალ ახლა აქედან სულ არ მსურს ამ აკრეფილი განწყობის გაფუჭება”, – წერს ,,ფეისბუქმომხმარებელი”.