ხვალ გუბაზი თავისი საძილე ტომრით პარლამენტში რომ შევა, მერე ვინმე ახალ უსაქმურს მონახავს და მას დაეთანხმება, – ამის შესახებ პუბლიცისტი დავით კალანდია ფეისბუქზე წერს:
“დავით აქუბარდია იცით რატომ მიყვარს?
ჯერ ერთი, სეხნიაა ჩემი. ეს უკვე მისთვის დიდი პლუსია.
მეორეს ერთი, მას შესანიშნავი თვისება აქვს – ის ყველას ყველაფერში ეთანხმება.
დააკვირდით, ვინც არ უნდა იყოს მისი სტუმარი, დავითი ყველას ეთანხმება, ზოგჯერ ისტორიულ ექსკურსებში გადაიზნიქება, ისე კი ყოველთვის მოსაუბრის აზრს იზიარებს, როგორც პურის ყუას.
ხვალ კალიგულა, ზეგ ინციტატი და მაზეგ ლილის ჯალათი რომ დაუსვა, ყველას დაეთანხმება, ყველას თავს დაუკრავს, ყველას ბოლოში ხელს (ჩლიქს) ჩამოართმევს და “მართალი კაცი ხარ, ხომ იცი?” ეტყვის.
აი, ამიტომ ვაფასებთ დავით აქუბარდიას და მრავალი წლის მერეც დავაფასებთ, როდესაც მის გარშემო არაფერი შეიცვლება – არც მხრებში მოჭერილი სტუდია, არც ლურჯი პიჯაკი და არც ემალის ტაშტი.
ახლა გუბაზი ყავს ამოჩემებული (ამბობენ გუბაზი მის სტუდიაშია გაფორმებული გუბაზად და პატარა ჯამაგირსაც იღებს), სულ გუბაზი უზის, გუბაზს აბრიალებინებს თვალებს და არის განცხრომაში.
ხვალ გუბაზი თავისი საძილე ტომრით პარლამენტში რომ შევა, მერე ვინმე ახალ უსაქმურს მონახავს და მას დაეთანხმება.
“კარგი კაცი ხარ, ხომ იცი?“, – წერს დავით კალანდია.