“ჩემი საოცნებო ქორწილი აუცილებლად ქვიშაზე უნდა გაიმართოს, უნდა იყოს მზე და ზღვა”

მარიტა როხვაძე დაინიშნა. მომღერლის რჩეული დავით ტაბიძეა. მან მარიტას ხელი საკუთარ დაბადების დღეზე სთხოვა.

როგორც მომღერალი ,,ფორტუნასთან” საუბრობს მას არა ტრადიციული ქორწილი უნდა.

,,თარიღი ჯერ არ ვიცი. სულ მინდოდა, ისეთი ქორწილი მქონოდა, როგორიც წარმომიდგენია, ასე ვთქვათ, ჩემი საოცნებო ქორწილი აუცილებლად ქვიშაზე უნდა გაიმართოს, უნდა იყოს მზე და ზღვა. არა ტრადიციული ქორწილი იქნება ალბათ, ვნახოთ… ქვიშაზე ვიქნები ფეხშიშველი (იღიმის)”.

მარიტამ რჩეულთან ერთად გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა.

,,ჩემი სიყვარული”, – წერს მომღერალი.

 

ასევე იხილეთ