“4 თვეში შევხვდები ჩემ საუკეთესო მეგობარს და ყველაზე დიდ გულშემატკივარს” – რას წერს ილია თოფურიას მეუღლე?
UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუია ინსტაგრამზე ფოტოს ავრცელებს და წერს:
„4 თვე დარჩა და დავინახავ ჩემი ოცნების სახეს, შევხვდები ჩემს საუკეთესო მეგობარს, ჩემს ყველაზე დიდ გულშემატკივარს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იფიქრებს, რომ მე მისი სუპერ გმირი ვარ და ის ყოველთვის მართალი იქნება. ჩვენ ყოველდღე ერთად ვიზრდებით და სინამდვილეში ის არის, ვინც მასწავლის, როგორ ვიყო უკეთესი“, – წერს ჯორჯინა უზკატეგუია.