სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული და რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობს ორი მოზარდი ბიჭი „დინამო არენაზე“ შესვლას, საქართველოს კულტურის პალატა განცხადებით გამოეხმაურა.
თავდაპირველად გავრცელებულ სტატუსში, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი ბავშვების მშობლებს მიმართავდა:
„შემეხმიანეთ ამ ბავშვების მშობლებმა და ერთად წავიდეთ 26-ში თამაშზე“.
მოგვიანებით კი დავით ოქიტაშვილმა დაწერა, რომ ის ერთ-ერთი მოზარდის მშობელს დაუკავშირდა:
„ურაააა, ვიპოვე, ველაპარაკე ერთ-ერთის მშობელს და დავგეგმეთ, როგორ ვიზეიმოთ 26-ში მორიგი გამარჯვება“, – წერს დავით ოქიტაშვილი.