შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

300

რაჭაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„გაზაფხულდა და მე კი ვბრაზობ… ვბრაზობ აყვავებულ იებზე, დათოს საყვარელი სახლის ეზო ლურჯად რომ გადააფერადა. ვბრაზობ ტყემლის და ჭერმის თეთრ-ვარდისფრად გადაპენტილ ხეებზე, აივნიდან ღამის სიბნელეში მბზინავი მარგალიტებივით რომ ჩანან და ყველა წუთს მახსენებენ სიცოცხლის არსებობას… მე კი მათ დანახვაზე თვალებს ვხუჭავ, არ მინდა დავიჯერო რომ გაზაფხულია…“, – წერს ია მერებაშვილი.