45 წლის ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი გასულ დღეს პაპარაცებმა ქალიშილთან, 12 წლის Knox-თან ერთად შენიშნეს. Maxfield-ში საშოპინგოდ მიმავალმა დედა-შვილმა კომფორტული სტილი მოირგო, ანჯელინამ თეთრ ქვედაბოლოს, ყავისფერი სვიტერი, იმავე ფერის სანდლები და Gabriela Hearst-ის ეგრეთწოდებული ‘Nina Bag’ ჩანთა შეუხამა. ლამაზმანის ვაჟიშვილმა Converse All Star-ის შავი ფერის მაისური, ადიდასის შარვალი და სპორტული ფეხსცმელები მოირგო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰოლივუდის ვარსკვლავი ხშირად ხდება პაპარაცების ობიექტივში, შემსრულებელი საკუთარი დროის დიდ ნაწილს შვილებს უთმობს და მასთან ერთად სხვადასხვა აქტივობებით კავდება.