“ბებოს თაფლისფერი თვალები სხვაგვარად ლამაზი იყო…“

125

მსახიობი ნატალია ყიფშიძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. ნატალია ხშირად აქვეყნებს მოკლე ჩანახატებს წარსულის მოგონებებიდან თუ ყოველდღიურობიდან. ამჯერად მსახიობი ბებიასთან ერთად გატარებულ ბავშვობის დილას იხსენებს და ემოციურად აღწერს.

„ბავშვობაში საუზმე მიხაროდა – მე და ბებო ახალ გაღვიძებული დილას ტკბილი ჩაით ვხვდებოდით. განვიხილავდით ბებოს ბავშვობის ისტორიებს, ჯაზმენებს, ზურასთვის მიძღვნილ არა რომანტიულ არამედ იუმორით სავსე პოეზიას, აუცილებლად წასაკითხ მოთხრობებსა და სანახავ ფილმებს.. ბებოს თაფლისფერი თვალები სხვაგვარად ლამაზი იყო ჩემთან საუბრისას, ვგრძნობდი რომ მისთვის ეს მონოლოგი კი არ იყო – ვსაუბრობდით. აი ბებოსგან ყველაზე ტკბილი ჩემთვის მაინც კომპლიმენტებია. არასდროს მეძახდა – ყველაზე ლამაზს. სულ მიმეორებდა რომ ყველაზე ჭკვიანი და საინტერესო ვიყავი.

ცხოვრებაში განათლების მიღებით ტკბობა უნდა მესწავლა და არასდროს დამეზუთხა ვინმეს დავალებით რაიმე მასალა. სულ იხსენებდა თავის სკოლის დროინდელ პერიოდს რომ სწავლობდა კარგად და კლასში პროტესტის მიზნით არ აბარებდა მასალას – ასე მეუბნებოდა ვისთვის რა უნდა დამემტკიცებინაო. დღეს ეს ფოტოები მხვდება და ეს დიალოგები მახსენდება. დღემდე ლელა პირველია ვისაც ჩემს ნაწერებს თუ ახალ ამბებს ვუზიარებ და მისგან რჩევა თუ კომპლიმენტი ყველაფერს მირჩევნია. (ეს ფოტოებიც ლელას გადაღებულია სულ მეუბნებოდა რომ ჩემი აბურდული თმა უნდა გამოეჩინა თავისებურად)“,- წერს ნატალია ყიფშიძე.