მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი იგივე ქართველი ჰალკი გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც მეუღლეზე და საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.
„ჩემი მეუღლე დიდი ხანია რაც გავიცანი, 15 წელია ვიცნობ. რაც მთავარია კარგი ადამიანია, ლამაზია.
სიურპრიზებს ვუკეთებ ხოლმე, თუნდაც ეს მცირედი იყოს, რომ რაღაცით გავახარო.
ჩემს მეუღლეს ჰქონდა მცდელობა, მოდი, ყველამ თავისი ბეჭედი იყიდოსო.
ქორწილი ჯერ არ გვქონია, მაგრამ თუ გვექნება უახლოეს ადამიანებთან ერთად აღვნიშნავთ“, – აცხადებს ლევან საგინაშვილი.