მომღერალი და ტელეწამყვანი ლელა წურწუმია გადაცემაში საუბრობს, როგორ დაითანხმა UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ინტერვიუზე და რა როლი ითამაშა ამაში „მეგრულმა ძალამ“.
„დეიდაჩემმა და ჩემმა დებმა მითხრეს.. არ ვიცი ვის დაუკავშირდი მაგრამ შენი სახელი მიხსენეს. უარს ვერ გეტყოდი ვერანაირად“, – აცხადებს ილია თოფურია.
ლელა წურწუმია კი აცხადებს, რომ თავდაპირველად ილიასთან დაკავშირება დეიდამისის დახმარებით სცადა.
„დეიდამისს ვესაუბრები და მეუბნება ასეთ რამეს, „სიურპრიზი“ და უცებ – მუჭორექ ლელა? ასე გამესაუბრა ილია“, – ამბობს ლელა წურწუმია.