როგორ აღნიშნა ნინო ნადირაძემ დაბადების დღე

207

პოპულარულ ექიმსა და ტელესახეს, ნინო ნადირაძეს ახლახან დაბადების დღე ჰქონდა. ცნობილი ქალბატონი, რომელიც არაჩვეულებრივ ფორმაშია, ასაკს არ მალავს, ის 51 წლის გახდა და სოციალურ ქსელში იმდენი მილოცვა მიიღო, რომ კომენტარების მოწონების ფუნქცია შეეზღუდა, ამიტომაც როცა მისალოცად დავურეკეთ, გვთხოვა, ჩვენი გვერდის საშუალებით ყველა მილოცვის ავტორისთვის განსაკუთრებული მადლობა დაგვეფიქსირებინა.

ნინო, გილოცავთ დაბადების დღეს. 51 წლის გახდით და ბევრი სხვა ქალბატონისგან განსხვავებით, ასაკს არ მალავთ…

რა ვუყო ამდენ მოწმეს, კლასელებს, ჯგუფელებს? ყველამ იცის ეს ამბავი და როგორ დავმალო? (იღიმის).

როგორ აღნიშნეთ დაბადების დღე?

ვიყავი სახლში, მესტუმრნენ დედამთილ-მამამთილი. ჩემმა მეგობარმა იტალიიდან გამომიგზავნა წითელი ტორტი, დალი ჩილატაძემ და ია ფარულავამ დაინახეს სთორიში ზემოხსენებული ტორტი და მოცვივდნენ მოსალოცად… დალიმ აღნიშნა, ამ ტორტს მთლიანად წითელი სამოსი მოუხდებაო. მოკლედ, ძალით მაეზიმეს.

ჩემმა შვილიშვილმა ჩააქრო ჩემ მაგივრად სანთლები. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. უკვე სამი წლის არის და ჩემს დაბადების დღეზე დარბაისლურად იქცეოდა.

უამრავი მილოცვა მიიღეთ სოციალურ ქსელში…

არ შემიძლია, რომ არ ვთქვა, სოციალური ქსელის საშუალებით იმდენი სითბო და სიყვარული მივიღე, არ ვიცი, ამ ადამიანებს როგორ გადავუხადო მადლობა. მეცხრაასე ლაიქზე შემიზღუდა ეს ფუნქცია და ჩემი დამოკიდებულება ვეღარ გამოვხატე, რაც ძალიან განვიცადე…. ადამიანი რომ შეწუხდება, ამდენ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს, შენც გინდა, უკან დაუბრუნო… რომ ვუყურებ ამხელა პოზიტივს, რომელსაც ადამიანები ჩემ მიმართ გამოხატავენ, კიდევ უფრო მეტი სტიმული მაქვს, რომ სიკეთე ვაკეთო. ამას ყოველგვარი პათოსის გარეშე ვამბობ. გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ყველას, ვინც არ იშურებს კეთილ სიტყვას, გიფს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი გვერდის საშუალებით… უსაზღვრო სიყვარული მათ… ჩემი 150 წლის იუბილეზეც მადლობა მეთქვას.

წელს გამორჩეული საჩუქარი ხომ არ მიგიღიათ?

ჩემთვის დაბადების დღის ყველა საჩუქარი გამორჩეულია. სხვანაირი დატვირთვა აქვს. თავს უხერხულად ვგრძნობ ხოლმე, როცა რამეს მჩუქნიან, ადამიანები ერთი მხრივ იხარჯებიან, მაგრამ მეორე მხრივ. სურთ, რომ გასიამოვნონ, ფასისა და ღირებულების მიხედვით არ ვარჩევ საჩუქრებს. ერთი ტოტი ყვავილიც კი ძალიან ძვირფასია ჩემთვის…

მეუღლემგუგა კუზანოვმა რა შეარჩია თქვენთვის?

მთხოვა, ცოტა ხანს მაცალეო… ვერ მოიფიქრა ჯერ, ამიტომაც მეუღლეს არაფერი უჩუქებია. თუმცა, საბერძნეთში მივფრინავთ სამი დღით და რაღაცას აპირებს ალბათ. მე ხომ ვერ ვიტან მოგზაურობას. სამსახურისა და სახლს იქით ყველაფერი ნერვებს მიშლის. იძულებით, და ამას ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, მივყავარ ათენში, მაგრამ მგონია, რომ მეც მჭირდება დასვენება და ცოტა განიავება…

აი, ზუსტად ახლა, თქვენ რომ დამირეკეთ, მთელი ჩემი განყოფილების გამგეები, პერსონალი შემოვიდა და მილოცავენ!.. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა გიყვარს შენი საქმე და თანამშეომლები!.

რა სურვილები გაქვთ თქვენი დაბადების დღისთვის?

მინდა, ყველა იყოს ძალიან ბედნიერი, ჯანმრთელი და მდიდარი, რომ მე არავის დავჭირდე… (იღიმის).

www.fortuna.ge/