ანა და ელენე – ტყუპები, რომლებმაც ერთმანეთი „ტიკ-ტოკზე“ გაიცნეს: „პირველი რეაქცია იყო: „რატომ ხარ ჩემნაირი?!“

165

ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ გადაცემაში გვაცნობს ტყუპ დებს, ანასა და ელენეს, რომლებმაც ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს.

„იმიტომ არ მივიტანე ეჭვი, რომ ძალიან ვგავარ გამზრდელ მამას. მამას გოგო ვიყავი ყოველთვის. საკმაოდ გათამამებული და ხელის გულზე გაზრდილი…“, ამბობს ანა.

ელენეც დასძენს, რომ ძალიან თბილ ოჯახში გაიზარდა თავადაც.

„ამდენი ხანი ალბათ იმიტომ არ ამბობდნენ, რომ ჩემი რეაქციის შიში ჰქონდათ, ოღონდ არა დაკარგვასთან დაკავშირებით. ემოციური ბავშვი ვიყავი. თინეიჯერობის ასაკიც ძალიან რთული გვქონდა ორივეს. ძალიან პატარა ასაკში რომ ეთქვათ, ალბათ, ვერ აღვიქვამდი. ფსიქოლოგთანაც მიმიყვანეს ამის გამო… 16 წლის რომ გავხდით, ერთმანეთი გავიცანით „ტიკ-ტოკზე“. ვიყავი ძალიან აქტიური მომხმარებელი სოციალური ქსელის. ერთ-ერთ ვიდეოზე მკითხეს, თუ რა მინდოდა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ამ დროს რეალურად ანა ყოფილა იმ კლინიკაში. მე ვცხოვრობდი თბილისში, ანა ქუთაისში, მაგრამ ჩამოსული იყო ოპერაციის გასაკეთებლად. კომენტარებში მონიშნეს ანა და გადავედი მის გვერდზე. მოვძებნე „ფეისბუქზე““.

ანი აღნიშნავს, რომ ელენეს პირველი რეაქცია ასეთი იყო: „რატომ ხარ ჩემნაირი?“