“ლიზის, რომელსაც კლასელებმა ტორტი არ აჭამეს მალე ახალი ბინა ექნება – რა ინფორმაციას ავრცელებს “სიკეთის ქალაქი“

354

პა­ტა­რა ლიზი ხა­ჩი­ძე, რომ­ლის ოჯა­ხიც უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, ამი­ე­რი­დან სა­კუ­თარ ჭერ­ქვეშ იცხო­რებს. ნანა შვე­ლი­ძე, რო­მელ­მაც „სი­კე­თის ქა­ლა­ქის” მეშ­ვე­ო­ბით ხა­შუ­რე­ლი ლი­ზის და მისი ოჯა­ხის გა­ჭირ­ვე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო, ახლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით, მალე ლი­ზის ახა­ლი სახ­ლი ექ­ნე­ბა.

 

სი­კე­თის ქა­ლაქ­ში ხალ­ხის სი­კე­თის დღეა.. ალ­ბათ ყვე­ლას გახ­სოვთ ხა­შუ­რე­ლი გო­გო­ნას ის­ტო­რია.. ხალ­ხის სი­კე­თის წყა­ლო­ბით მალე ლი­ზის ახა­ლი სახ­ლი ექ­ნე­ბა… უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მინ­და გი­თხრათ ყვე­ლას… ვინც თუნ­დაც 1 ლარი და­რი­ცხეთ ამ ოჯა­ხი­სათ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თა­ნად­გო­მი­სათ­ვის ბა­ტონ დი­მიტ­რი აბ­დუ­შე­ლიშ­ვილს, ამ მად­ლი­ან­მა ქარ­თველ­მა კაც­მა სი­კე­თის ქა­ლა­ქის შეგ­რო­ვე­ბულს სო­ლი­დუ­რი თან­ხა და­ა­მა­ტა და დღეს ლი­ზის ოჯახს უკვე აქვს თან­ხა სახ­ლის შე­სა­ძე­ნად…

დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ასე­ვე მა­მუ­ლი­ჩას, რო­მე­ლიც პი­რა­დად ჩა­ვი­და ლი­ზის­თან, მო­ი­ნა­ხუ­ლა და… გა­ა­ხა­რა ბავ­შვე­ბი.. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა უამ­რავ ადა­მი­ანს, 2 კვი­რაა არ შე­წყვე­ტი­ლა იმ ხალ­ხის ნა­კა­დი, ვინც თა­ვად ეს­ტუმ­რა ლი­ზის.. მი­ა­წო­დეს საკ­ვე­ბის მა­რა­გი ტან­საც­მე­ლი და სა­თა­მა­შო­ე­ბი…

ქარ­თვე­ლე­ბო, ეს დიდი სი­ხა­რუ­ლი ჩვე­ნი ერ­თად დგო­მის შე­დე­გია… მად­ლო­ბა ამი­სათ­ვის თი­თო­ე­ულ თქვენ­განს. მად­ლო­ბა ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ კორ­დო­ბი­დან… მად­ლო­ბა რეჯო ემი­ლი­ას ემიგ­რან­ტებს ელე­ნეს და მის მე­გობ­რებს… მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გულ­თან მი­ი­ტა­ნეთ ლი­ზის ის­ტო­რია და დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წო­დეთ”, – წერს ნანა შვე­ლი­ძე.

ლიზი ხა­შურ­ში ცხოვ­რობს მშობ­ლებ­თან და პა­ტა­რა დაძ­მას­თან ერ­თად…. ოჯახ­ში სულ 5 ბავ­შვია, ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბა­ზე არი­ან. ოჯა­ხი­დან მუ­შა­ო­ბას მხო­ლოდ მამა ახერ­ხებს, რომ­ლის ხელ­ფა­სიც ოჯახს საკ­ვე­ბა­დაც არ ჰყოფ­ნის.

ლი­ზის ამ­ბი­დან ყვე­ლა­ზე სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ეპი­ზო­დი ის იყო, რომ გო­გო­ნა ამ­ბობ­და, კლა­სე­ლის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე არ და­მიშ­ვეს, რად­გან ტორ­ტის ფული არ მქონ­და და­დე­ბუ­ლიო.