“მესამე ბედნიერი წელია შენთან ვიღვიძებ და ყოველ დილას თავიდან ვბედნიერდები შენი დანახვით”

მსახიობი ნანუკა გულუა მეუღლეს,კახა კაშიას საჯაროდ, თბილი და ემოციური ტექსტით ხშირად მიმართავს.

ამჯერად ნანუკა მეუღლეს სოციალური ქსელის საშუალებით დაბადების დღეს ულოცავს და მასთან თანაცხოვრების დროს გადაღებული ბედნიერი მომენტების ფოტო_ და ვიდეოკადრების კოლჟს აქვეყნებს:

გილოცავ, ღმერთმა ჯანმრთელი გვიმყოფოს შენი თავი, დანარჩენს ყველაფერს შეძლებ რასაც მოინდომებ, შენი უსაზღვრო შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით, გონიერებით, ერთგულებით.

მესამე ბედნიერი წელია შენთან ვიღვიძებ და ყოველ დილას თავიდან ვბედნიერდები შენი დანახვით, მადლობა, რომ ამირჩიე გასაბედნიერებლად! მიყვარხარ ლამაზო და კეთილო ჩემო ქმარო ყველა მიყვარხარზე ძლიერად.. მადლობა, რომ დედა გამხადე ამ ორი ღვთის სასწაულის, მადლობა მომავალში ყველა ბედნიერი დღისთვის, რაც გველოდება, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის!“, – წერს ნანუკა გულუა.

ასევე იხილეთ