ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის პრეფართიზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს – ნახეთ, როგორ დახვდნენ მომღერალს გულშემატკივრები მადრიდში
მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც 2024 წლის ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს, დღეს ევროვიზიის პრეფართიზე მონაწილეობს.
ინფორმაციას Eurovision Georgia ავრცელებს და წერს, რომ ნუცა ბუზალაძე პრეფართიზე სპეციალური სტუმრის სტატუსით არის მიწვეული:
„ნუცა ბუზალაძე უკვე მადრიდშია, სადაც დღეს ევროვიზიის პრეფართიზე, სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Eurovision Georgia-ს ცნობით, ნუცა ბუზალაძე პრეფართიზე კრისტინა აგილერას „Hurt“-ს შეასრულებს.
Eurovision Georgia ასევე აქვეყნებს კადრებს, თუ როგორ დახვდნენ ნუცა ბუზალაძეს გულშემატკივრები მადრიდში.