“გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი, წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს”

590

დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

“გიორგი ვაშაძე არის პრიმიტივი.

იმიტომ რომ, ადამიანი, რომელიც ამბობს, პრემიერი რომ გავხდები, პროცენტებს შევამცირებო, ეს ნიშნავს რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს.

სწორედ ასეთი უცოდინარი, პოპულისტი ადამიანები ასხამენ ბანკების წისქვილზე წყალს!

რადგან, კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და რომელმა მთავრობამაც გაბედა ეროვნულ ბანკთან მიკარება, ის მთავრობა საკმაოდ ხისტად დაისაჯა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის მიერ. და ასე რომ ადგე და პროცენტები გაანახევრო, ამის უფლებას არავინ მოგცემს.

ანუ, ბანკირებს თავისი წრე აქვთ და იმ წრეშიც კი, ორმა – სამმა თუ იცის რა სისტემას ქმნიან და როგორ “ახრჩობენ” ამ ხალხს.

მოკლედ,
არსებული კანონების დარღვევის გამო, ის რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური საქმიანობა;

ის, რომ ეროვნული ბანკი, კონსტიტუციით პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქვეყანაში ფასები იყოს სტაბილური და ამას არ ასრულებს ;

რომ ფულის ემისიის უფლება მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს, ამას კი კომერციული ბანკები ახორციელებენ, რითაც ისევ კონსტიტუცია ირღვევა;

აი ამ ყველაფერზე უნდა მოვთხოვოთ პასუხი ბანკებს!

ამის გამო უნდა მიეცენ პასუხისგებაში, და პროცენტებზე ვისაუბროთ!

მითუმეტეს, რომ პროცენტის განახევრება ხალხის გათავისუფლებას ნამდვილად არ ნიშნავს.

აი ამას ვებრძვი რაც პოლიტიკაში ვარ და განსაკუთრებით 2008 წლის კრიზისიდან მოყოლებული.

ამიტომ წარმოვადგინე არა ერთხელ, ( და ამას ყოფილი პრემიერებიც დაადასტურებენ) პუნქტობრივად, როგორ უნდა შეიზღუდოს ბანკების არაპროფილური საქმიანობა და თან ეს ისე უნდა გაანალიზდეს, რომ ჯანმრთელად განხორციელდეს და ეკონომიკისთვისაც არ იყოს დამრტყმელი.

მევახშეებთან მიმართებაშიც დაშვებულია პრეცენდენტი. ნინო ბურჯანაძეს როგორც წაართვეს ერთ დოლარად მიცემულ შენობა, საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო, ასევე შეგვიძლია უკან დავაბრუნოთ მიტაცებული ასობით ბინა, მიმტაცებლები კი დავაჯარიმოთ, ან ციხეშიც გავუშვათ.

ასე რომ, გიორგი ვაშაძეს რაც შეეხება, ის არა მარტო პოპულისტურ, ცარიელ ფრაზებს ისვრის, მან იუსტიციის სახლის იდეაც კი მიითვისა და მაგასაც დავამტკიცებ!
რომ ეს მისი კი არა, სხვისი პროექტია, რადგან არსებობენ ადამიანები ვინც ეს პროექტი რეალურად შექმნა.

გიორგი ვაშაძემ და მისმა ოჯახის წევრმა, ვანო ჩხარტიშვილმა კი, ჯერ მოპარული ფული დააბრუნონ და მერე ესაუბრონ ხალხს!”