“აღდგომაც ჩვენს ბიჭს მიალოცინეს და რა მაგარია“

471

Valencia C.F ფეისბუკ გვერდმა თავის გულშემატკივრებს აღდგომა მამარდაშვილის ფოტოთი მიულოცა. 

პოსტმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა და ქართველი გულშემატკივრები გაახარა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე პოსტს ავრცელებს:

„აღდგომაც ჩვენს ბიჭს მიალოცინეს და რა მაგარია, როცა დიდი სიხარულის დღესასწაულს გახარებული კაცი ულოცავს ხალხს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.