“ემოციების გამოხატვა მინდოდა, მაგრამ შვილს სიცხე ჰქონდა და ეძინა, არ მინდოდა გამეღვიძებინა“ (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე სოცქსელში უამრავი ვიდეო გავრცელდა, სადაც გადამწყვეტ მომენტში, ხალხის ემოციებია ასახული.

ერთ-ერთი ვიდეო, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია ერთ-ერთ გულშემატკივარს ეხება, რომელიც საკუთარ ემოციებს უხმოდ გამოხატავდა, რადგან მის მცირეწლოვან შვილს ეძინა და არ უნდოდა გაღვიძებოდა.

“ამ ემოციის გამოხატვა მინდოდა, მაგრამ ჩემს შვილს სიცხე ჰქონდა, ეძინა და არ მინდოდა გამეღვიძებინა. მისთვის მოსაყოლი ბევრი მექნება, რადგან სწორედ მის გამო გავხდი პოპულარული. ჩემს შვილს ეძინა და რომ არ გამეღვიძებინა, აქედან დაიწყო ამ ემოციის ჩუმად გამოხატვა”, – ამბობს გულშემატკივარი.

ასევე იხილეთ