ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ზუგდიდში მომხდარ „ინციდენტს“ იხსენებს, რომელიც, ხუბუას თქმით, ზუგდიდში ყველამ იცის.
,,რა ღირს, ბიჭო, შენი ცოლი?”
ის დროა, სააკაშვილი რომ პრეზიდენტია და სამეგრელოში გუბერნატორადაც, რა ლაპარაკი უნდა, მისი კაცი ზის.
ზუგდიდში ერთი ჩასვლისას, მიშა რომ ჩვეულებრივად გაძღა და შეჟუჟუნდა, ამ თავის ლაქია გუბერნატორს მხარზე ხელი დაჰკრა და მოცინარმა ჰკითხა:
– რა ღირს, ბიჭო, შენი ცოლი?
ამის გაგონებაზე გუბერნატორი გაშრა. იმის ვაჟკაცობა სად ჰქონდა, დუჟიანი ბელადისათვის საკადრისად რომ ეპასუხა და ამიტომ ენის მუცელში ჩაგდება არჩია.
– კარგი, კარგი, მოიფიქრე და შემდეგ ჩამოსვლაზე მითხარი! – უთხრა სააკაშვილმა.
ზუგდიდში ეს ამბავი ბევრმა იცის და ახლა იმ ყოფილ გუბერნატორს საარჩევნო ფერხულში რომ იხილავენ, ისევ გაახსენდებათ.“– წერს ხუბუა.