“პირველად ბოტოქსის ინექცია გავიკეთე 21 წლის ასაკში“

170

ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა თუ რა ასაკში გაიკეთა პირველად ბოტოქსი.

როგორც მერსი აცხადებს, ბოტოქსს პრევენციის მიზნით იკეთებს და 60-70 წლის ასაკში არცერთი ნაოჭი არ ექნება.

„პირველად ბოტოქსის ინექცია გავიკეთე 21 წლის ასაკში.. ვიკეთებ წელიწადში ორჯერ. სხვათა შორის, როდესაც პირველად გავიკეთე, ნაოჭი არ მქონდა. მე რომ ბოტოქსი არ გავიკეთო, ძალიან მოძრავი მიმიკა მაქვს.

ერთხელ, როცა ბოტოქსის გაკეთებიდან 9 თვე იყო გასული შევამოწმე და ერთი მიმიკური ნაოჭიც არ არის დამატებული. პრევენციის მიზნით ვიკეთებ და რომ გავხდები 60-70 წლის, არცერთი ნაოჭი არ მექნება“, – აცხადებს მერსი სულხანიშვილი.