“ნათესავებო მიპოვეთ რა, კაპანაძის ქალი ვარ, იმერეთიდან“

254

„ამ ცხოვრების დედა ვატირე. ხო, მეც მიწევს ამ სიტყვების დაწერა. არაფერი არ ვიცი ჩემი წარმომავლობის შესახებ. არ ვიცი, ვინ არიან ჩემი წინაპრები, ჩემი ნათესავები. ვინ არის ჩემიანი, ვინ არა! ერთ გოგოს მიმამსგავსეს და მინდა ვიპოვო, შევხვე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც უკვე მრავალი წელია, აშშ-ში ემიგრაციაში ცხოვრობს.

როგორც ცისნამი საყვარლიშვილი წერს, იპოვა დედა, რომელიც მის არსებობას მალავს:

„დედა ვიპოვე და მალავს ჩემს არსებობას. იქნებ მამამ და მამის მხრიდან ნათესავებმა მაღიარონ! მჭირდება ეს აღიარება საკუთარი სისხლის და ხორცისგან, თორემ ლეწავს და ანგრევს ჩემს სულიერ სამყაროს, ასეთი ამოუხსნელი ცხოვრება.

ნათესავებო მიპოვეთ რა. კაპანაძის ქალი ვარ, იმერეთიდან. კარგო გოგო ვარ. კარგი იდეები მაქვს. ჩემს სისხლთან სიახლოვე მწყურია.

მომწერეთ, ვიმეგობროთ, არ დამმალოთ, იმხელა ვარ მაინც, ვერსად დავიმალები.

ნუ მოგერიდებათ, მომწერეთ. მე ყველას ყველაფერს ვპატიობ, რადგან თავად ვარ ვიღაცის ცხოვრების შეცდომა“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.