ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში 16 აპრილის აქციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ვანდალიზმის გზა ევროპისკენ მიმავალი არ არის.
“ვანდალიზმის გზა ევროპისკენ მიმავალი არ არის! ამ ფოტოშიც ჩანს, რომ ღირსებით ევროპისკენ იმედია!“, – წერს ნოე სულაბერიძე.
ცნობისთვის, 15 აპრილიდან პარლამენტთან „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა მოხდეს.