“მამიკოს ჰგავს ძალიან“ – დათო ხუჯაძე ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს

275

დათო ხუჯაძემ თავისი ულამაზესი ქალიშვილის ახალი ფოტო გაგვიზარა. ილა მომღერლის მეორე ქალიშვილია, რომელიც ეკა დალაქიშვილისგან ჰყავს. გამომწერებისგან გოგონამ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

„გაიზარდა მტრედუა“; „პატარა პრინცესა“; „ულამაზესი გოგო, საოცარი თვალებით“; „მამიკოს ჰგავს ძალიან“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ცნობისთვის, დათო ხუჯაძის ცხოვრებაში სიახლეებია. ცოტა ხნის წინ, მან მესამედ იქორწინა. ის და თაკო თუხაშვილი მალე ვაჟის მშობლები გახდებიან.