“როცა მე და თამუნას შეგვიყვარდა ერთმანეთი, ოჯახში არეული მქონდა საქმე”

370

ალეკო მახარობლიშვილი მეუღლესთან ერთად „დღის პოსტს“ ესტუმრა და იმ დაბრკოლებებზე ისაუბრა, რომელიც წყვილმა გადალახა:

„ეს ის პერიოდი იყო, როცა არეული მქონდა საქმე ოჯახში, პირად ცხოვრებაში. დაემთხვა ზუსტად ეს დრო, როცა მე და თამუნას ერთმანეთი შეგვიყვარდა. ბევრი ფიქრი, ტანჯვა, წამება, დაფასდა ღირსეულად, დღეს ერთად ვართ, 40 წელია. გვიყვარს ოჯახი, ერთმანეთი და შვილები… საქართველოში ოჯახის დანგრევა კატასტროფაა, როცა ცოლ-ქმარი შორდება ერთმანეთს, ეს მართლაც ასეა ალბათ. ბოლომდე ცდილობს ადამიანი, რომ არ დაანგრიოს ოჯახი, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის, ხდება ასეთი რამ… როცა პირველ მეუღლეს გავშორდი, 5 და 7 წლისები იყვნენ ჩვენი შვილები. მათზე უარი არ მითქვამს, ცოლს გავშორდი… ბავშვები ჩვენთან მოდიოდნენ სტუმრად. დღეს ჩემი შვილები და თამუნა დიდი მეგობრები არიან. ისე ბუნებრივად მოხდა ყველაფერი, დღეს მთელი ოჯახი ერთად ვართ…“