“მალე დამენგრა ოჯახი, მშობლებთან გადმოვედი, ჩემს ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკუშას აღზრდაში”

194

ლენუკა ყიფშიძე „პოსტივის“ ვაჟთან, ნიკუშა ნინუასთან ერთად ესტუმრა და აღნიშნა, რომ შვილთან ერთად ტელეეთერს პირველად ეწვია.

„ძალიან პატარა ვიყავი, 19-ის გავხდი და გაჩნდა ნიკუშა. „წიკიანი“ დედა ვარ. სამი წელი გარეთ არ მინდოდა გასვლა, იმდენად დიდი აქცენტი მქონდა ნიკუშაზე. თანაც, დედისთვის ბიჭი ხომ იცით, როგორია. თავისით მოხდა, რომ ჩამოგვიყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. მალე დამენგრა ოჯახი. მშობლებთან გადმოვედი. ჩემს ოჯახს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკუშას აღზრდაში. არ მინდოდა, 90-იანებში რაც გავიარეთ, ის ჩემს შვილში ყოფილიყო. მომწონდა ჯანსაღი ვიზუალის მამაკაცი, განათლებული, ენები რომ უნდა იცოდეს და ღმერთის წყალობით, მგონი, მივაღწიე იმას…“, დასძინა ლენუკამ ტელეეთერში საუბრისას.

„ალბათ, მშობელთან მეგობრულ ურთიერთობაზე კარგი არაფერია. დედას ნებისმიერ საკითხზე შემიძლია დაველაპარაკო. რადგან დედაა, შეიძლება, გამაკრიტიკოს, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა…“