არ ვიცი ვის ოჯახში რა ხდება და არავის განვიკითხავ, დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ და ეს ჩემი არჩევანია“

237

მსახიობი და მომღერალი თაკო აბაშიძე დედ-მამის ალცჰაიმერის დაავადებას ოჯახის წევრებთან, ძმასა და რძალთან ერთდ ებრძვის და ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, რომ მათ ვერასდროს ჩააბარებს მოხუცებულთა თავშესაფარში:

ერთ დღეს რომ ადგა დედა, ვერაფრით მიხვდა, როგორ უნდა დაედგა ფეხი. ეს ამ დაავადებას ახასიათებს. იმ მომენტში არც ვიცოდი, რა უნდა მექნა, როგორ უნდა გამოვსულიყავით ამ სიტუაციიდან. ეს ერთი-ორი დღე გაგრძელდა და გაიარა. ახლა უჭირს სიარული, მაგრამ ისევ დადის. მე კი ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ სახლში მისულს ისინი ისევ მხვდებიან….“

თაკო აბაშიძე დასძენს, რომ არ ჰკიცხავს მათ, ვინც მშობლები მოხუცებულთა თავშესაფარში მიიყვანა:

„არ ვკიცხავ, ვინც ეს ვერ შეძლო, ეს არ არის ჩემი საქმე, ზოგჯერ ადამიანები იბნევიან, ხან სწორადაც ვერ იქცევიან, მაგრამ ამის გამო მათზე ცუდად ლაპარაკი არ შეუძლება. ჩემთვის მიუღებელია და მორჩა!.. არ ვიცი, ვის ოჯახში რა ხდება და არავის განვიკითხავ, დედაჩემს და მამაჩემს ვერსად ჩავაბარებ და ეს ჩემი არჩევანია!..“