თიკა მახალდიანის დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. მომღერალი დედის ფოტოს შემდეგი წარწერით აქვეყნებს: „ჩემი ანგელოზი, 4 წელი“.
ცნობისთვის, 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღის საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, თამარ ანთელავა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში, მე-7 სართულზე ბინის ერთ-ერთ ოთახში მოხუც დედასთან ერთად იყო.
50 წლის ქალი მუხლებზე ლეპტოპით დივანზე იჯდა, როდესაც აივნის ფანჯრიდან შევარდნილი ტყვია კეფაში მოხვდა. უცნაურ ხმაურზე ოთახში შესულ ოჯახის წევრებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.