“მეკითხებიან თუ უსინათლო ხარ როგორ შეგიყვარდა, როგორ შეუყვარდი მას ან შვილები როგორ გააჩინე?“ (ვიდეო)

189

გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმარი მაგდა ბეჟანიშვილი იყო, მაგდა უსინათლოა და ეს მდგომარეობა არა თუ ხელს უშლის, არამედ აძლიერებს მას, რომ უყვარდეს, აღზარდოს სამი შვილი და იბრძოლოს შშმ თემის უფლებებისთვის.

ხშირად არის მის მიმართ კითხვა – როგორ შეგიყვარდა, თუ ვერ ხედავ?

ამ და სხვა შეკითხვებზე მაგდა საზოგადოებას ამომწურავად უყვება.

როგორ შეგიყვარდა თუ ვერ ხედავ, როგორ შეუყვარდი მას, ან შვილები როგორ გააჩინე? მე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ, მხედველობა საერთოდ არ მაქვს.

 

 

მე და ჩემი მეუღლე ვიყავით მეგობრები და ძალიან მალე შეგვიყვარდა ერთმანეთი.

იმიტომ ქორწინდები ადამიანზე, რომ გიყვარს იმ ადამიანის შინაგანი მხარე, 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე ერთად მოვდივართ და გვყავს სამი შვილი“, – აღნიშნავს მაგდა ბეჟანიშვილი.