“არ მიმაჩნია სწორად რომ ტაშს ვუკრავთ ან ძაან “ვიდზე“ მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს”

192

ნუკი კოშკელიშვილი Instagram-ზე საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს და წერს, რომ რამდენიმე კილოგრამის დაკლება სურს.

მისივე თქმით, „არ მიმაჩნია სწორად რომ ტაშს ვუკრავთ ან ძააან „ვიდზე“ მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს..“.

ნუკის განცხადებით, „არ უნდა ხდებოდეს სიზარმაცის პროპაგანდა, რადგან წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან“.

„უთხარი არა!!! ფოტოშოპს და შეიყვარე შენი თავი როგორიც ხარ… აჰა კარგი დავდე და მიყვარს მაგრამ მაინც არ მომწონს მინდა 10კგ დავიკლო, არ მიმაჩნია სწორად რომ ტაშს ვუკრავთ ან ძააან „ვიდზე“ მოდელებს ან ძალიან დიმპიტაური-დამპიტაური ბაყვებიან გოგოებს…

მესმის ბოდი პოზიტივიც და კომპლექსებიც მაგრამ ამავდროულად სიზარმაცის პროპაგანდაა, შეიყვარე შენი თავი და არაფერი გააკეთო იმისთვის რომ ჯანმრთელი იყო, ჭარბი წონა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან…

აი ვითომ არაფერი ეს ჩემი 8კგ მაგრამ ვარჯიშში ხელს მიშლის, დახტომისას მენისკი დავიზიანე.. ამიტომ ცოტა არასწორი მგონია ეს. უკიდურესობებში ვართ გადამხტრები ამ სოც მედიის გადამკიდე. ვერაფერი ვეღარ გითქვამს, ვიღაცას მაინც ეწყინება… მე ვიტყვი!!! არ მომწონს ეს ჩემი ბაყვები და მჭირდება დაკლება, ვიკამათოთ ბოდი პოზიტივებზე და პოლიტ კორექტულობაზე, თქვენი აზრიც მაინტერესებს“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.