ლელა კილაძე დაბადების დღეს ულოცავს თავის რჩეულს, მუსიკოს გიორგი ცაგარელს.
ლელა „ინსტაგრამის“ სთორიში აქვეყნებს ფოტოს, სადაც გიორგისთან არის ჩახუტებული და წერს, რომ მის რჩეულს 38 წელი შეუსრულდა: „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ტკბილო ბიჭო“, აღნიშნავს ლელა.
ლელა კილაძისა და გიორგი ცაგარელის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი.
