7 მაისს, შვედეთის ქალაქ მალმოში, ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია 2024“ აიღებს სტარტს.
უკვე მალმოში იმყოფება მომღერალი ნუცა ბუზალაძეც, რომელიც წელს კონკურსზე საქართველოს წარადგენს.
ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის სცენაზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიარა – Malmö Arena-ზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში „ევროვიზია საქართველო“ ავრცელებს.