მსახიობი განო მელითაური რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირით კმაყოფილია და ყველაფერისთვის, რაც დედაქალაქის მთავრობამ ვაკეში გააკეთა მადლობას უხდის.
„მოკლედ… ვიცი რომ ბევრი დრამატულად აღშფითდებით, მაგრამ უკარგესი ინიციატივააა, ვისაც ცოტა მაინც გული შესტკიოდა, ამ ქალაქზე აუცილებლად მიხვდება დროთა განმავლობაში ამას!
მივესალმები ცენტრალურ ქუჩებზე მანქამებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას! აქამდეც მივალთ იმედია!
ველო ბილიკი-სუპერ!
საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება კიდევ უკეთესი!
სამარშუტოებს თუ ამოიღებთ და ტრამვაითი ჩაანაცცლებთ მზად ვარ კიდევ ექვსი თვე ვიარო სახლში შემოვლითი გზებით ან ფეხით.
ნუ ამ ველოს მძღოლსაც თუ ავუხსნით რომ ავტობუსის ხაზზე არ მოსულა სიარული კიდევ უფრო უკეთესი.
რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს დასაწყისს და მარცხნიდან ბაგებისკენ გადმოსახვევს, მანდ ცალსახად ან მიწისქვეშათი უნდა გაფილტრულიყო ან ზემო მაგისტრალით… შუქნიშნებსაც ცოტა სხვანაირად დავგეგმავდი… ნაკლები პანიკა და ყველაფერი დალაგდება! დარღვევის რისკებიც მინიმუმამდეა დაყვანილი!
პ.ს. ვინც თვლით რომ პოსტს პოლიტიზირება გაუკეთოთ, ან რამე მსგავსი წინასწარ წაიშალეთ თავები.
მადლობა გაბედული ნაბიჯებისთვისთ თბილისის მერიას. ცოტა მეტ პროფესიონალს თუ ჩართავთ უფრო შედეგიანი იქნება ხოლმე ცვლილებები, ახლა სამმაგი დაგვიჯდება მათი შეცდომები“, – წერს მელითაური.