“დღესაც კი სახლში რომ ავდივარ, სულ მეშინია ვიღაც არ დამხვდეს” – რა უსიამოვნო ამბავს იხსენებს ლოლა წერეთელი

314

ლოლა წერეთელი ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს რთულ პერიოდს, როდესაც მას სახლში ყაჩაღები დახვდნენ:

„დიდი დანაკარგი იყო, როდესაც გამქურდეს… ეს 2011 წელს მოხდა, მაისის თვეში. ორი ბიჭი დამხვდა სახლში ნიღბებით და იარაღით და დამაყაჩაღეს. ძალიან ბევრი რამ წაიღეს, ოქრო, ფული. დღესაც კი, სახლში რომ ავდივარ, სულ მეშინია, ვიღაც არ დამხვდეს…“,-ამბობს ლოლა წერეთელი.

ცნობისთვის, ლოლა წერეთელს დამთავრებული აქვს მუსიკალური სასწვალებელი ვოკალის განხრით.

6-7 წლიდან მღერის, ხშირად ცნობილ რუს მომღერალ ლუბა უსპენსკაიას ადარებენ, რუსული პოპ მუსიკის უბადლო შესრულების გამო, ქართველმა მსენელმა მისი ხმა გაჟღერებისთანავე შეიყვარა.

მისი სიმღერისადმი სიყვარული ოჯახიდან მოდის, მამაც და ძმაც ნიჭიერი მუსკოსები არიან. ტურნეები ხშირად აქვს სხვადასხვა ქვეყნებში მისი საღამოები ანშლაგით ტარდება. ლოლა ხელმძღვანელობს ბიზნესს მეუღლესთან ერთად. განსაკუთრებით პოპულარულია  მისი სიმღერა „ოპა ოპა გამახარე“.