“ტაქსი გვყავდა გამოძახებული პოზნანში და უცებ გაჩერდა, რითი გემსახუროთ ქალბატონო ლელაო, გადაგვყვა თავზე… კობა გარდაფხაძე, ოზურგეთიდან“ – მამულიჩა ემოციურ ამბავს გვიზიარებს

3,422

პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) პოლონეთიდან ემოციურ ამბავს გვიზიარებს და წერს, რომ ქალაქ პოზნანში მას და ლელას ქართველი ტაქსისტი შეხვდათ ოზურგეთიდან, რომელიც Uber-ის აპლიკაციის გამოყენებით, მათთან გამოძახებაზე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.

„კობა გარდაფხაძე, ოზურგეთიდან

ტაქსი გვყავდა გამოძახებბული  პოზნანში და უცებ გაჩერდა უბერის მანქანა და… რითი გემსახუროთ ქალბატონო ლელაო,,

რა მაგარი გრძნობააა.

გადაგვყვა თავზე, დილის 6 ზე მოგვაკითხა აეროპორტში წასაყვანად.

რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ“, – წერს მამულიჩა.