“ტყეში პატარა უმწეო არჩვი იპოვა და საკუთარი შვილივით უვლიდა“ – რას წერენ ახლობლები ენგურში გაუჩინარებულ საბა გვარმიანზე
მესტიაში, უმძიმესი ავარიის დროს დაღუპულებს ენგურში ამ დრომდე ეძებენ.
ავტომობილი, სადაც ეკა ვიბლიანი, საბა გვარმიანი და გიორგი ვიბლიანი ისხდნენ, მაშველებმა წყლიდან უკვე ამოიყვანეს.
„ეს ის სიყვარულით სავსე ბავშვია, ტყეში, პატარა, უმწეო არჩვი რომ იპოვა და საკუთარი შვილივით უვლიდა. დღეს საბამ თავის ორ მეგობართან ერთად დაგვტოვა. მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები,“ – ვკითხულობთ პოსტში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.