“როდესაც მამა და ჩემი ძმები ამერიკაში წავიდნენ სერიოზულად ცუდად გავხდი“ (ვიდეო)

757

„ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი ჯემალ სეფიაშვილი იყო. მომღერალმა და კომპოზიტორმა მამის და ძმების საზღვარგარეთ წასვლის ამბავი გაიხსენა.

„მამამ ვერ გათვალა ის ძალა, რომელი ჰქონდა – სამი ბიჭი. ჩემ ძმებს დამთავრებული ჰქონდათ მოსკოვის ხორცისა და რძის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი. ამერიკაში, რა თქმა უნდა, ბევრი იმედი ვერ განხორციელდა.

1979 წელს ხელისუფლებამ ჩემ ნათესავებს ისეთი პირობები შეუქმნა, რომ ადვილად წასულიყვნენ. ჯერ ჩადიოდნენ ვენაში, ბანაკში. იქ ნაწილდებოდნენ, ვისაც უნდოდა ისრაელში მიდიოდა და ვისაც უნდოდა – ამერიკაში. ჩემი ოჯახის უმრავლესობა ამერიკაში წავიდა.

მეც მითხრეს, რომ წავსულიყავი, მაგრამ მე უარი ვთქვი, მაგრამ მერე რამდენიმე წელი ვნანობდი, რომ ამ უარს. მე რომ დავემშვიდობე მამას ძმებს, ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს ისეთი პერიოდი იყო, ეს ნიშნავდა, რომ სამუდამოდ დავემშვიდობე. ძალიან ცუდად გავხდი. ნერვიულობაზე „კვინკეს“ სინდრომი დამემართა. ყველას გვეგონა, რომ სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს.

1985 წელს დედა გარდაიცვალა, რომელიც ჩემთან საქართველოში დარჩა. იმედი ჰქონდა, რომ აზრზე მოვიდოდი და მეც წავიდოდი. ამერიკაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. კი ძალიან კარგია, მაგრამ შენ მიწა-წყალს არაფერი სჯობია..

ერთხელ ჩემმა ძმამ დარეკა. „გიმალავდით და მამა კვდებაო“, – მითხრა. ზვიად გამსახურდია იყო მაშინ პრეზიდენტი. რატომღაც ვიზა მომცეს.

მამასთან პალატაში რომ შევედი, გათიშული იყო. თავზე ხელი გადავუსვი და სხვანაირად დაიწყო აპარატურამ ხმების გამოცემა. გადაირივნენ ექიმები. ერთ საათში ავლაპარაკდით. ეს იყო მშობლის ინსტიქტი და მონატრება“. – იხსენებს ჯემალ სეფიაშვილი.