“პარიზში ჩემს სახლთან იყო ატუზული ყოველ კვირა ფულის თხოვნით”

1,689

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გოგა ხაინდრავას სოციალურ ქსელში მიმართავს.

„ხაინდრავას უთქვამს მოვა დრო და ოქრუაშვილი 2008 წლის ომის გამო სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლდებაო. მდაა, “წამალი” ესე აჩლუნგებდეს მეხსიერებას, არ გამიგია.

2008 წელს ქვეყნიდან ვიყავი გაგდებული და სააკაშვილს ვეხვეწებოდი რომ ომში ჩამოვეშვი. ომამდე და ომის მერე რამდენიმე წელი ხაინდრავა პარიზში ჩემს სახლთან იყო ატუზული ყოველ კვირა ფულის თხოვნით. ჩემი სახლიდან სენ-დენის გარეუბანში მიდიოდა ყოველთვის. პარიზში მცხოვრებმა ქართველებმა იციან რომ სენ-დენი ყველაზე კრიმინალური უბანია.

ერთხელ ვკითხე რას აკეთებ იმ უბანში რისთვის დადიხარმეთქი. ფოტოაპარატის ლენტები იაფად იშოვება და პარიზის სურათებს რომ ვიღებ ბევრი მჭირდებაო. არადა მსოფლიო ციფრულ აპარატებზე 40 წლის წინ გადავიდა.

რას არ გაიგებ გოგაჯან თურმე კოკაინს თანამედროვე ენაზე ფოტოაპარატის ლენტებს ეძახიან არამეთქი. 2008 წელს იყო ეგ ამბავი,“- წერს  ირაკლი ოქრუაშვილი.