“ძილში, ბრწყინვალე დღეს გაფრინდა ანგელოზებთან…“

163

ხონის მეორე საბავშვო ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„ვაჩე, რა ხალისიანად დავიწყეთ ცეროდენებმა სააღდგომო სამზადისი, მაგრამ რა მწარე და ტკივილით გაჟღენთილი აღდგომა გაგვითენე, ვაჩიკო… ანგელოზი იყავი და გაფრინდი ანგელოზებთან. გვეშინია, შენს აღმზრდელებს შენს გარეშე ჯგუფში შესვლის… არაფერი იქნება, ვაჩე, ისე როგორც იყო… ბრწყინვალე დღეს გაგვიფრინდი ანგელოზებთან, აწი, ისინი მოგხედავენ, ვაჩე“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.