ოთო ნემსაძემ და გელა დონაძემ „გვაჩვენე შენი ხმის“ ეთერში ლუჩიანო პავაროტისა და ბრაიან ადამსის ცნობილი დუეტი გააცოცხლეს და მაყურებლის და გადაცემის ცნობილი ექსპერტების დადებითი შეფასებები დაიმსახურეს.
„როგორ ვისიამოვნე, გაიხარეთ!“, -წერს მაყურებელი.
დუეტის დასრულების შემდეგ კი გადაცემის წამყვანმა, თიკა ფაცაციამ აღნიშნა: „დაინგრა დარბაზი!..“