“გადავწყვიტეთ რომ უარი ვთქვათ გამოსაშვებ საღამოზე და მცირედი პატივი მივაგოთ გარდაცვლილი თანატოლების ხსოვნას!“
2 მაისს, გვიან ღამით, სვანეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცხედრები მაშველებმა მდინარე ნაკრაში უკვე იპოვეს.
წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია სოციალურ ქსელში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება.
გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც მეთორმეტე კლასელების ინიციატივით გამოქვეყნდა, წერია, რომ გამოსაშვებ საღამოზე ახალგაზრდებმა უარი თქვეს.
“პოსტს ვდებთ ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელების სახელით!
დიდი გულისტკივილით ვიზიარებთ იმ ტრაგედიას,რომელიც ჩვენს რაიონში დატრიალდა, თანავუგრძნობთ გარდაცვლითა ოჯახებს,სკოლებს,მეგობრებს,ახლობლებს!
რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, რომ უარი ვთქვათ გამოსაშვებ საღამოზე და მცირედი პატივი მაინც მივაგოთ ჩვენი გარდაცვლილი თანატოლების ხსოვნას!
უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი-ეკა,საბა,გიორგი!
მუდამ ჩვენს გულებში!
გიმნაზიის მეთორმეტე კლასი!”, – წერია სამძიმრის წერილში.