“რა ბედნიერებაა შენი დედობა… ყველაფერი შენთვის მინდა და მემეტება“

181

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ნანუკა წერს, ბედნიერია ავას დაბადებით და მისი დედობით. ნანუკამ შვილს ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო უსურვა.

„12 მაისი 2023 , ავას დაბადება რა ბედნიერებაა შენი დედობა, ჯანმრთელო, ჭკვიანო, ლამაზო ადამიანო ყველაფერი საუკეთესო შენია ამ სამყაროში დედის სიტყვას უდიდესი ძალა აქვს , ყველაფერი შენთვის მინდა და მემეტება ❤️ !

პს: გაჩენის დღე და შემდეგ ვიდეოებში 1,2 დღის ავა – ნოლა ! 🏁 1 წელი ბუნებრივი კვების და ჩვენი საოცარი კავშირის რისთვისაც მადლიერი ვარ ყოველი წამი !!!“, – წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.