“გაუმარჯოს პავლესა, დაისხამს და დალევსა“ – ცნობილი ქართველი მომღერლების ერთობლივი შესრულება გია ბაღაშვილთან სტუმრობისას
გია ბაღაშვილთან სტუმრობისას, „ჩვენს შოუში“, გია დავითიანმა, ზურა მანჯავიძემ, ბადრი ჩიხიაშვილმა და სხვა ცნობილმა მომღერლებმა ერთობლივად შეასრულეს „წუთისოფლის სტუმრები ვართ“.
„თქვენ, გენაცვალეთ! არ მოშლოდეს, ჩემს ქვეყანას ქართული ხმა და სული…“
„აი ასეთი გულანთებული ქართველები და საქართველო მიყვარს, რა დროს სიძულვილია. გვიყვარდეს ერთმანეთი მარადიული არაფერია…“
„მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს. თქვენისთანა ბულბულები თუ გაგვამხნევებს და მოგვიტანს მშვიდობას და სიხალისეს!..“, აღნიშნავენ კომენტარებში.
სიმღერის ბოლოსკენ მურო გაგოშიძემ მომღერლების გამოსვლა თავისი შესანიშნავი მოძრაობებით დაამშვენა.