ნათია ბანძელაძე სოცქსელში სტატუსით მეუღლეს, მსახიობს გიორგი გოგიჩაიშვილს იხსენებს და წერს, რომ დრო ჭრილობებს კი არ კურნავს, არამედ აღრმავებს.
“დრო არ კურნავს, მხოლოდ ჭრილობებს აღრმავებს, მაგრამ დრო მაინც გასწავლის გზებს, როგორ იარო და არ დაეცე…
ბოლო ორი წელი თითქმის ყოველდღე სამსახურში წასვლამდე, როცა გიოს სახლში ვტოვებდი და ვემშვიდობებოდი ხოლმე, ისე არ გამიშვებდა, ფოტო არ გადაეღო – მოიცა, გაიპრანჭე, აბა, ნახე, რა ლამაზი გოგო ხარო. დიდი ალიაქოთის შემდეგ სისულელე-სისულეებით გადავიღებდით ფოტოს, მე ვზუზუნებდი, “ლამაზი, ხოოო, აბააა, ყველა შენს სურათში, რასაც მიგზავნი, გრიშა, შენ ხარო, ან ხეზე დაკიდებული ხვლიკი, მწერი, ან სასაცილო მაიმუნი, ან საოცარი, სასაცილო ,,მულტფილმის“ გმირებია-მეთქი, ეს უკვე სწყინდა! ,,როგორ არ გესმის, ეგენი ისეთი საყვარლები არიან და აბა, ვის შეგადარო, ეგ როგორ არ გიხარიაო…
ის სურათი იმდენია და არასდროს მომწონდა, სულ წაშლა მინდოდა. გიო კიდევ, ჩემია და მე მინდაო. ასე დარჩა ძალით გადარჩენილი სურათები, ახლა რომ ყოველ იმ დღეს თავიდან მიხვევს…
ახლა ვფიქრობ ზუსტად ამიტომ მიღებდა, რომ ასე დაბრუნებულიყო, ყოველდღე და თან იმიტომ, რომ მარტო არ ვყოფილიყავი…
დღეს ჩემით გადავიღე და გადავუგზავნე… გავფერადდი გაუხარდება…
ტუკლიკუნა როგორ ახერხებ ამდენს…”