“მან მომშხამა, მე ჩემი კარიერა ამით გავიფუჭე…”

კინოსა და თეატრის მსახიობი ია ნინიძე ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში „პერსონა“ სასცენო მოღვაწეობის 55 წელსა და თავისი ცხოვრების უცნობ დეტალებზე საუბრობს.

როგორც ცნობიალია ქართველი მსახიობის ვარსკვლავი უახლოეს მომავალში კინო „რუსთაველის” წინ გაიხსნება:

„არასოდეს არ ვგრძნობდი, რომ მე ვარ ვარსკვალვი, ისე გამზარდეს რომ მე ეს შეგრძნება არ მქონია“- ამბობს მსახიობი, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული თავის სახასიათო როლებს იხსენებს:

„გია დანელია მოვიდა და მითხრა მე მინდა შენ კინოში გადაგიღო პატარა ციცინოს როლში, მე კი იქვე ვუთხარი უარი – მე ცეკვა მინდა მეთქი. სულ არ მაინტერესებდა კინო… შემდეგ დამამტკიცეს ამ როლზე. ვიყავი სერგო ზაქარიაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, ბუბას გვერდით, ესენი იყვნენ ნამდვილი ვარსკვლავები“- ამბობს ნინიძე.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა დროს მიიღო გადაწყვეტილება გამხდარიყო მსახიობი, ია ნინიძემ უპასუხა:

„სანამ „ციური მერცხლები“ არ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მანამ ვერ მივხვდი, რომ ეს არის უკვე ჩემი პროფესია რომლისკენაც მივდიოდი”- თქვა მსახიობმა.

მსახიობი იხსენებს რეჟისორ თენგიზ აბულაძის შეთავაზებას „მარიტას” როლზე, რაზეც მან რეჟისორს უარი უთხრა.

ნინიძე ამბობს, რომ გენიალური რეჟისორი ამის გამო მას 10 წელი არ ელაპარაკებოდა.

„რომ ვუყურებ ლიკას ამ ფილმში მართლაც ფრესკაა, მე ალბათ ციურ მერცხლებში უნდა მეთამაშა, ეს ბედისწერაა”- ამბობს მსახიობი.

„ჩემი საბედისწერო შეცდომაა, რობიკო სტურუას რომ ვუთხარი უარი მეფე ლირში თამაშზე. თან ვის ვეუბნები უარს… ასეთი მომენტი ალბათ ყველას ჰქონდა. იმ დროს და იმ წამს ისე მომექცა ერთი პიროვნება, ახალგაზრდა რეჟისორი, თვითონ სტურუას მოყვანილი, მან მომშხამა, მე ჩემი კარიერა ამით გავიფუჭე…

როდესაც სტურუამ მითხრა ამ სპექტაკლზე და მე უარი ვუთხარი, რა უნდა ექნა ამხელა ბუმბერაზ რეჟისორს, სტურუა იმის შემდეგ აღარ მომიბრუნდა, ამ ახალგაზრდა რეჟისორმა მაში ჩემი კარიერა დაღუპა”- იხსენებს ია ნინიძე.

ასევე იხილეთ