“მე ვიყავი ერთადერთი ამ დაავადებით, ფაქტობრივად ვკვდებოდი… სარკესთან ვდგებოდი და ვაჯერებდი ჩემს თავს: ნინო შენ ძლიერი ხარ…“

312

ნინო ბაშარული ოპერაციის შემდგომ პერიოდზე საუბრობს. მომღერალს მედიკოსებმა ფილტვის მანკის დიაგნოზი მცირე ხნის წინ დაუსვეს. ნინომ ოპერაცია ახლახან გაიკეთა და თავს უკეთ გრძნობს.

მომღერალმა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პოსტოპერაციულ პერიოდზე გადაცემაში „როგორ გადავრჩი“ ისაუბრა:

„სულ მეშინოდა, როდესაც ანტიბიოტიკების მიღება მიწევდა, მეშინია ძალიან ანტიბიოტიკების. ოპერაცია სამი საათი მიმდინარეობდა, იყო რთული ოპერაცია, მოიჭრა ნახევარი ფილტვი, სხვა პაციენტებთან შედარებით ძალიან გამიჭირდა რეაბილიტაცია. მაქვს ერთი ჯანსაღი ფილტვი და მეორე კი მხოლოდ ნახევარი. რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს, თუმცა კრიზისულმა პერიოდმა ჩაიარა, მადლობა ღმერთს. ახლა უბრალოდ ბევრი უნდა ვისეირნო, კარგად ვიკვებო“, – ამბობს მომღერალი.