“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გუშინ თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობებმა გააპროტესტეს. სპექტაკლის შემდეგ სცენაზე ისინი ბანერებით გამოჩნდნენ, წარწერით” “არა რუსულ რეჟიმს”, “არა რეპრესიებს”.
მსახიობებს შორის, რომლებიც სცენაზე იდგნენ მამა-შვილი ყიფშიძეებიციყვნენ. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ზურას და გიორგის ეს პროტესტინატალია ყიფშიძის დამსახურებაა. თავად ნატალია ამბობს, რომ პროტესტი დასის ინიციატივა იყო და იქ მისი ოჯახის დანახვა ძალიან გაუხარდა.
“ბევრი ლამაზი სიტყვები წავიკითხე და უზომოდ მადლიერი ვარ! მაგრამ ეს ყველაფერი მსახიობთა დასის დამსახურებაა და ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ, მიხარია ყოველი ხმამაღალი განაცხადი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას ითვალისწინებს და ჩემი ოჯახის დანახვაც რა საკვირველია სასიხარულოა ჩემთვის” – დაწერა ნატალიამ ფოტოს კომენტირებისას.