“ძალიან სასაცილო გოგო ვიყავი, ორი კბილი, დიდი ყურები და გრძელი კისერი მქონდა”

145

ია ნინიძე საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტთან, დათო ოქიტაშვილთან ერთად ,,ღამის შოუს” სტუმარი იყო.

მსახიობს საკუთარი მოღვაწეობის 55 წელი უსრულდება და კულტურის პალატა მას ვარსკვლავს გაუხსნის.

,,მსახიობობა არ მინდოდა, ჩემი ოცნება ბალერინობა იყო. პუანტები, რომ მქონოდა, ალბათ სწორედ პუანტებით დავიბადებოდი. მიმიყვანეს წრეზე და ჩემი ოცნების შესრულება დავიწყე. ჩვენი სარეპეტიციოს კარები გაიხსნა და შემოვიდა დანელია, რომელიც ციცინოს როლისთვის გოგონას არჩევდა. მაშინ მე ილეთებით ვიყავი გატაცებული და არ დავინტერესდი. მოვიდა ჩემთან და მითხრა, კინოში უნდა გადაგიღოო. ძალიან სასაცილო გოგო ვიყავი, ორი კბილი, დიდი ყურები და გრძელი კისერი მქონდა”, – საუბრობს ია ნინიძე.