“გმირი მამის შვილი ხარ… გაეზარდე შენს სამშობლოს“ – გიორგი ანწუხელიძის შვილის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი (ვიდეო)
გიორგი ანწუხელიძის შვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი იმღერა.
სოციალურ ქსელში სიმღერის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
“გიორგი ანწუხელიძე ნამდვილი გმირი! დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! ოქროს ასოებით ჩაიწერება მისი სახელი საქართველოს საამაყო ისტორიაში“.
“გენაცვალე პატარავ… გმირი მამის შვილი ხარ… გაეზარდე შენს სამშობლოს კარგი გოგო“, – წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.