„ეს მდგომარეობაა ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმში… დაძრულია მუზეუმის ხიდი, ხიდის მიმდებარე მიწა, ავტობუსის მოსაცდელი წყალმა წაიღო“

152

ვაჟა-ფშა­ვე­ლას ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლელა რა­ზი­კაშ­ვი­ლი ჩარ­გალ­ში, ვა­ჟას მუ­ზე­უმ­თან, მეწყრული პრო­ცე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავრცელებს სოციალურ ქსელში და პოსტს ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას ურთავს თან.

„ეს მდგომარეობაა ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმში…

დაძრულია მუზეუმის ხიდი, ხიდის მიმდებარე მიწა. ავტობუსის მოსაცდელი წყალმა წაიღო, ტრანსფორმატორი და ის მწვანე პატარა ჯიხურიც.

მუზეუმთან მისვლა საშიშია…

ასეთი რამ მე არ მახსოვს, არ ახსოვთ ჩემზე უფროსებსაც!

ღმერთო უშველე ჩემს პატარა სამოთხეს და ჩემს ქვეყანას მთლიანად! კიდევ საწვიმრად ემზადებაო“, – წერს ლელა რაზიკაშვილი.